Address Boutique Hotel
ელეგანტური სასტუმრო უნიკალური განლაგებითა და არქიტექტურით, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს. ეს მხოლოდ დახვეწილი დიზაინის მქონე სასტუმრო არ არის, ის გთავაზობთ „სახლს სახლიდან მოშორებით“.
სასტუმრო მოხერხებულად მდებარეობს თბილისის ძველი ნაწილის გულში. ძველი ქალაქი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული უბანია, სავსე ისტორიული ქუჩებით, ეკლესიებითა და მრავალფეროვანი არქიტექტურით. ჩვენი ლოკაცია გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად მოინახულოთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა პრეზიდენტის სასახლე, თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, სამების საკათედრო ტაძარი, რიყის პარკი, გაბრიაძის თეატრი და სხვა.
სასტუმრო გთავაზობთ 28 თანამედროვე სტანდარტულ და Deluxe ტიპის ოთახს, რომლებიც აღჭურვილია ტელევიზორით სატელიტური არხებით, უფასო Wi-Fi-ით, კონდიციონერით, ჩაიდნითა და ყავისა და ჩაის მოსამზადებელი საშუალებებით. თითოეულ ოთახს აქვს საკუთარი აბაზანა, რომელიც უზრუნველყოფილია უფასო სააბაზანო აქსესუარებით.
დაისვენეთ ისტორიული უბნის უნიკალურ გარემოში, შეიგრძენით მისი ხიბლი და ისიამოვნეთ კომფორტის მაღალი დონითა და გულთბილი მასპინძლობით Address Boutique Hotel-ში.
განთავსება
სერვისები
ფოტო გალერეა












